დეილ კარნეგის 7 რჩევა, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას მოგიტანთ

205

დეილ კარნეგის 7 რჩევა, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას მოგიტანთ

1) თუ გსურთ ოჯახური ცხოვრება მყუდრო და ბედნიერი გქონდეთ, ნუ იბუზღუნებთ!

ყველა ხერხიდან, რომლებსაც სიყვარულის მოსპობა შეუძლია, ბუზღუნი ყველაზე უტყუარია. იგი მოქმედებს როგორც გველის შხამი;

2) ნურასოდეს ეცდებით თავიდან აღზარდოთ ერთმანეთი!

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სახლი, უნდა იყოს ადგილი სადაც ოჯახის წევრები შეძლებენ დაისვენონ სულიერად და გონებრივად, ეს კი შეუძლებელია გაუთავებელი პრეტენზიების ფონზე;

3) არ გააკრიტიკოთ!

რაც არ უნდა სულელურად მოგეჩვენოთ თქვენი მეუღლის კომენტარი, არასოდეს გააკრიტიკოთ იგი, განსაკუთრებით საზოგადოებაში;

«ბედნიერი ცოლ-ქმრული ცხოვრება დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, რომ ნახოთ შესაფერისი ადამიანი, არამედ იმაზეც, რომ თვითონ გახდეთ ასეთი ადამიანი!»

4) გულწრფელად აღფრთოვანდით თქვენი მეუღლის საუკეთესო თვისებების გამო!

მეფის რუსეთის უმაღლეს საზოგადოებაში მიღებული იყო საჯაროდ ეთქვათ მადლობა მზარეულისთვის, კარგი სადილის გამო. რატომ არ შეიძლება თქვენს ცოლთანაც ასე მოიქცეთ, როცა ის გემრიელ სადილს მოგიმზადებთ?

5) იყავით ყურადღებიანი მეუღლის მიმართ!

უხსოვარი დროიდან ყვავილები სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება და აუცილებელი არ არის, რომ მეუღლე საავადმყოფოში დაწვეს, რომ მას ყვავილები მიუტანოთ. ხშირად დაურეკეთ ქალს, შეაქეთ ის, აჩუქეთ მას ყვავილები და მისგან მიიღებთ უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას.

6) იყავით თავაზიანი!

უხეშობა ის მათრახია, რომელიც სიყვარულს შეურაცხყოფს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ბევრად უფრო თავაზიანები ვართ უცხოთა მიმართ, ვიდრე საყვარელი ადამიანების მიმართ. ჩვენ არასდროს შევაწყვეტინებთ სიტყვას უცხო ადამიანს შემდეგი სიტყვებით: «ო, ღმერთო მერამდენედ უნდა მომიყვე ეს ისტორია?!» არც ის მოგვივა აზრად გავხსნად ჩვენი მეგობრის წერილი და ამით ვაწყენინოთ მას, მაშინ რატომ ვექცევით ასე ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს?

ყველა ქალმა იცის, რომ მცირედი სითბო და ყურადღება ქმრის მონად აქცევს მათ, ისიც იციან რომ ეს მამაკაცებს კარგად ესმით, მაგრამ ვერ გაუგიათ თუ რატომ არ იყენებენ მათი მეორე ნახევრები ამ მეთოდს;

7) იკითხეთ სპეციალური ლიტერატურა ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე!

ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რჩება გულგრილად და უყურადღებოდ, უმრავლესობა ოჯახური წყვილისა ცხოვრობს გაუაზრებლად. არ აქცევენ ყურადღებად სქესობრივ ურთიერთობას და აუცილებელი ინსტიქტების უცოდინრობის გამო ერღვევათ ოჯახური ცხოვრება.

დეილ კარნეგი »როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ ზეგავლენა ადამიანებზე»