ბექჰემები 2019 წელს ოჯახის ახალ წევრთან ერთად შეხვდნენ

108

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ყველასთვის საყვარელ ოჯახში ნებისმიერი დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც წლევანდელი ახალი წელია, რომელსაც მშობლები შვილებსა და უჯახის ახლო მეგობრებთან ერთად ლონდონში მდებარე საკუთარ სახლში შეხვდნენ.



წლევანდელი წელი განსაკუთრებული იმითაა, რომ მათ ფოტოებზე ოჯახის ახალი წევრი, ბრუკლინ ბექჰემის მეგობარი გოგონა – ჰანა კროსიც შეინიშნება.

ჰანამ, რომელიც ახალგაზრდა დამწყები მოდელია, მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებული კიდევ ერთი ფოტოც გამოაქვეყნა, წარწერით  – “All I want for Christmas is…”

აღსანიშნავია, რომ მოკრძალებული წვეულება ბექჰემების ოჯახს 30 000 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა, თუმცა როგორც კადრებიდან ჩანს მათ დრო ნამდვილად შესანიშნავად გაატარეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა დევიდისა და ჰარპერის ტუჩებში კოცნის ამსახველი კიდევ რამდენიმე კადრიც, მსგავსი შემთხვევების გამო ყოფილ სპორტსმენს ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ფაქტია ოჯახზე ნეგატიური კომენტარები არ მოქმედებს.