ახალი თეორიის მიხედვით, შავი ხვრელებით მატერია მომავალში მოგზაურობს

217

შავი ხვრელები თავიანთი უცნაური თვისებების გამო რთულად წარმოსადგენი ობიექტები არიან, ახლახან გამოქვეყნებულ ორ ახალ კვლევში კი მეცნიერები აცხადებენ, რომ შავ ხვრელებზე ჩვენი წარმოდგენები შესაძლოა სრულად არასწორი იყოს.

ეს კვლევები წინააღმდეგობაში მოდის უკვე არსებულ თეორიებთან, რომელთა მიხედვითაც შავი ხვრელის ცენტრში უსასრულოდ მკვრივ წერტილს, ანუ სინგულარობას ვხვდებით. ახალ კვლევებში ნათქვამია, რომ შავი ხვრელები მატერიას იწოვს, მომავალში კი მას სამყაროს რომელიმე წერტილში უკან ტყორცნის. კვლევის ავტორები ლუიზიანისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების მეცნიერები, აბი აშტაკარიპარამპრეტ სინი და ხავიერ ოლმედო არიან.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შავ ხვრელებს მარყუჟის კვანტური მიზიდულობის თეორია მიუსადაგეს და აღმოაჩინეს, რომ მათ ცენტრში შეიძლება სინგულარობა სულაც არ იყოს.

მარყუჟის კვანტური გრავიტაციის მიხედვით, დრო-სივრცე პატარა ნაწილებად იყოფა. დაპატარავებისას ეს ნაწილები გლუვი ნაჭრის მსგავსია, გადიდებისას კი ის უბრალო წერტილების გროვაა, რომლებიც ერთმანეთთან მარყუჟებით არის დაკავშირებული. მიზიდულობის ძალის ახსნა კი ამ მარყუჟებით შეიძლება.

მარყუჟის კვანტური მიზიდულობა გულისხმობს, რომ დრო-სივრცე კვანტურია, რომლის ყველაზე პატარა ერთეულის მეტად გაყოფა შეუძლებელია.

მეცნიერების ვარაუდით, შავ ხვრელთან არსებული ძლიერი მიზიდულობის ძალები დრო-სივრცის მომავლისკენ გაღუნვასა და თეთრი ხვრელის წარმოქმნას იწვევენ, რაც შავი ხვრელის საპირისპირო ვერსიაა. თეთრი ხვრელი მატერიას კი არ ყლაპავს, არამედ აფრქვევს.

შავი ხვრელის ცენტრში წარმოუდგენლად ძლიერი მიზიდულობის ძალის გამო, დრო ძალიან ნელდება, ხოლო მასში “ჩავარდნილი” მატერია კი არ ქრება, არამედ მომავალში უკან გამოიტყორცნება.

აიქს მარსელისა და ტულონის უნივერსიტეტების თეორიული ფიზიკის ცენტრის მეცნიერის, კარლო როველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეები მარტივად გადამოწმებადი არ არის, ემპირიული დაკვირვებები შეიძლება ამ იდეებს მხარს უჭერდეს.

ლინკონლი აცხადებს, რომ, მაგალითად, სწრაფი რადიო ამოფრქვევებიშესაძლოა შავი ხვრელის თეთრ ხვრელად გარდაქმნის ერთგვარი კვალი იყოს.

ასევე ამ მოვლენის შედეგი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი ენერგიის მქონე კოსმოსური სხივები, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში შემოდის.