არავერბალური კომუნიკაციის 3 ფორმა, რომელიც სიტყვებზე მეტს ნიშნავს

139

ხმის ტემბრი, გამომეტყველება, ხელის ან თვალის მოძრაობა, ხშირად, სიტყვებზე მეტია. არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა, როგორც წესი, უკეთ გადმოსცემს სათქმელს. ამიტომ, რაც მეტი გეცოდინებათ ამ საკითხზე, მით უკეთ „შეისწავლით“ ოპონენტს ან პირიქით, თავს დაიცავთ მისგან.

თვალით კონტაქტი 

საუბრისას, აუცილებელია, მსმენელს პირდაპირ თვალებში უყუროთ. მაგრამ, როცა როლები იცვლება, ეს საჭირო აღარ არის. ეს თქვენს დაბალ კომპეტენციასა და სტატუსზე მეტყველებს, თითქოს, ის უფროსია, თქვენ კი მისი მორჩილი და მუდმივად თვალებში შესცქერით, რომ რაიმე არ გამოგრჩეთ.

დაივიწყეთ ტელეფონი

შესაძლოა, თვლით, რომ შეხვედრისა და საუბრის დროს ტელეფონი ხელს არ გიშლით და არც რამდენიმე SMS-ის გაგზავნაა პრობლემა. მაგრამ, სინამდვილეში ასე არ არის. როცა თქვენი კოლეგა, პარტნიორი ან შეიძლება ოპონენტი საუბრობს, თქვენ კი, ელ. ფოსტას ამოწმებთ, ეს უპატივცემულობაა. ამის ხაზს უსვამთ, სპიკერი გამოგზავნილ ფოტოზე ან შეტყობინებაზე მნიშვნელოვანია.

ადამიანები, სოციალური სტატუსის მიხედვით, ტონს და ხმის ტემბრს იცვლიან. ასე მაშინ იქცევიან, როცა დისკომფორტისა და მღელვარების დამალვა სურთ. ან პირიქით, ძალის დემონსტრირება და თავიანთი გავლენის დამტკიცება უნდათ. ფიქრობენ, რომ მკაცრი ტონით ყველაფერს გადაფარავენ და მხოლოდ  საკუთარ უპირატესობას წარმოაჩენენ, ამით კი მაღალი სოციალურ სტატუსი ექნებათ.

როგორც ხედავთ, არავერბალური კომუნიკაციის ეს ფორმები, სიტყვებზე გაცილებით მრავლისმთქმელია. ამიტომ, დააკვირდით, როგორ იყენებს მათ თქვენი კოლეგა ან ოპონენტი, საუბრისას. მაგრამ თუ სპიკერი თქვენ ხართ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რჩევები თვალით კონტაქტის, შეხვედრის დროს ტელეფონის გამოყენებისა და ხმის ტემბრის შესახებ და ისე მოიქეცით, რომ თქვენთვის ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.