ანიმეები, რომლებიც ამ ჟანრს შეგაყვარებთ

169
ანიმეები, რომლებიც ამ ჟანრს შეგაყვარებთ
ანიმეები, რომლებიც ამ ჟანრს შეგაყვარებთ

ანიმეები, რომლებიც ამ ჟანრს შეგაყვარებთ

Howl’s Moving Castle

ფილმის მთავარი გმირი სოფი ორდინალური ცხოვრებით ცხოვრობს დიდ ქალაქში. ყველაფერი იცვლება ერთ დღეს, როდესაც იგი ჯადოქარს ხვდება. ჯადოქარი გოგონას ბოროტი ჯადოთი მოაჯადოვებს, რაც მის უსწრაფეს დაბერებას და მოხუცი ქალის სხეულში გამოკეტვას იწვევს. ძველი გარეგნობის დასაბრუნებლად სოფიმ მოძრავი სასახლე უნდა იპოვოს, ამ თავგადასავლისკენ მიმავალ გზაზე კი იგი ცოცხალი საფრთხობელის ფორმით მოვლენილ დემონს გაიცნობს და ასევე მაგიური სასახლის პატრონსაც.

Princess Mononoke

საკუთარი ხალხის დემონური შემოტევებისგან დაცვის დროს პრინცი აშიტაკა სასიკვდილო წყევლის ქვეშ ექცევა. ანტიდოტის საპოვნელად მას მისტერიით სავსე ტერიტორიაზე უწევს მოგზაურება, სადაც ცხოველებსა და ადამიანებს შორის ომია გაჩაღებული. სწორედ აქ ხვდება აშიტაკა პრინცესა მონონოკეს.

Kiki’s Delivery Service

როდესაც 13 წლის ხდება, პატარა ჯადოქარ კიკის რთული გამოწვევის გადალახვა უწევს. მან ჩვეულებრივ ადამიანებს შორის უნდა გაატაროს გარკვეული დრო. ეს სრულყოფილ ჯადოქრად ჩამოყალიბების პროცესის ნაწილია. იგი უცხო ქალაქში გადადის საცხოვრებლად და კეთილ მცხობელს უმეგობრდება, რომელსაც გადაზიდვის სერვისის ბიზნესი აქვს.

Spirited Away

პატარა გოგონა შემთხვევით უცნაურ და მოჩვენებებით სავსე სამყაროში აღმოჩნდება. მისი მშობლები ღორებად იქცევიან და ბოროტი ჯადოქრის პატიმრები ხდებიან. დედის და მამის გადარჩენა პატარა გოგონაზეა დამოკიდებული, თუმცა ამის მისაღწევად მან გამბედაობა უნდა მოიკრიბოს და ამ ბებერ ჯადოქარს სამუშაოს სათხოვნელად მიაკითხოს.

Ponyo

ეს არის ისტორია ორი განსხვავებული ახალგაზრდის მეგობრობის. ბიჭი სახელად სოსუკე და ჯადოსნური თევზი სახელად პონიო, რომელიც ჯადოქრისა და ზღვის ქალღმერთის ქალიშვილია ერთმანეთს უმეგობრდებიან. პონიო სახლიდან იპარება რათა უფრო უკეთ გაიცნოს ადამიანები და მათი ცხოვრების წესი, რის გამოც საბოლოოდ სანაპიროზე გარიყული აღმოჩნდება, პატარა ბიჭის სწორედ აქ პოულობს მას. სწორედ აქედან იწყება ამ ორი განსხვავებული არსების უცნაური ურთიერთობის ისტორია.

My Neighbor Totoro

ორი და, სატსუკი და მეი მონოტონური ცხოვრებით ცხოვრობენ მანამ, სანამ აღმოაჩენენ ექსტრაორდინალურ სამყაროს, რომელშიც ბეწვიანი არსებები ცხოვრობენ, რომლების დანახვაც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. გოგონები ტყის სულს, სახელად ტოტოროს დაუმეგობრდებიან, რომელიც გადაწყვეტს ისინი თავგადასავლებით სავსე საჰაერო ტურში წაიყვანოს საკუთარი სამფლობელოს დასათვალიერებლად. იგი ასევე დებს ეხმარება ესტუმრნონ საავადმყოფოში მყოფ დედას. მათი მოგზაურობა ფერადია და საკმაოდ პოზიტიური ხასიათის, რის გამოც ნებისმიერი სახის მაყურებელს მარტივად აწონებს თავს.