ამერიკელმა მოსამართლემ ბრაკონიერს ყოველთვიურად ბემბის ყურება მიუსაჯა

103

კაცს, რომელმაც ასობით ირემი არალეგალურად მოკლა, ერთწლიან პატიმრობასთან ერთად 1942 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის, ბემბისყურება მიესაჯა.

მისურის მოსამართლის განაჩენით, დევიდ ბერი ჯუნიორი, ციხეში ყოფნისას, ყოველ თვეში ერთხელ უყურებს დისნეის კლასიკას, რომელშიც მონადირეები პატარა ცხოველს დედას უკლავენ.

ბრაკონიერობაში დევიდ ბერი ოჯახის წევრებთან ერთად იყო ჩართული. პროკურატურის თქმით, ის ცხოველებს კლავდა და ადგილიდან მხოლოდ მათი თავები და რქები მიჰქონდა. სხეულის დანარჩენ ნაწილებს კი ტყეში ტოვებდა.

უცნობია, რამდენი ცხოველი მოკლა ბრაკონიერების ჯგუფმა, თუმცა სამართალდამცავების თქმით, კრიმინალები წლებია ნადირობენ და მათ ასეულობით ირემი ჰყავთ მოკლული.

ბრაკონიერს ბემბის პირველად 23 დეკემბერს აყურებინებენ.