ამერიკაში ქალმა 110 წლის ხეში უფასო ბიბლიოთეკა გახსნა

159

შარალი ჰორვარდმა, რომელიც ბიბლიოთეკარია, გადაწყვიტა, რომ მის სახლთან მდგომი 110 წლის ხე მცირე ბიბლიოთეკად ექცია, ისე, რომ ხე არ დაზიანებულიყო.
ქალმა ეს არასამთავრობო ორგანიზაციის „პატარა უფასო ბიბლიოთეკის“ პროექტის ფარგლებში გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაციამ მსოფლიოს 88 ქვეყანაში უკვე 75 000 ბიბლიოთეკის გახსნა შეძლო.