“ალადინის” ეკრანიზაციის პირველი კადრები გამოქვეყნდა

151

როგორც 2018 წლის შემოდგომაზე გახდა ცნობილი, დისნეის კარგად ცნობილი ანიმაცია “ალადინი” მალე ეკრანებზე ფილმად მოგვევლინება. ფილმში მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებს. აღნიშნული ფილმის პირველი კადრები კი სულ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. ფილმის პრემიერა 2019 წლის 24 მაისს ამერიკაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ალადინის ანიმაცია დისნეიმ 1992 წელს გადაიღო და იგი მალევე გახდა პოპულარული.

იხილეთ თრეილერი: